weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დააკავეს

16:12 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მას ანგარების მიზნით კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევას ედავებიან. გოგიტა დალაქიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს დღის ბოლომდე წარუდგენენ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც ამოღებულია ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ამ ინფორმაციას უარყოფს დაკავებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა.

„იმედი მაქვს, გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ შეცდომასთან აქვთ საქმე. ბრალის დადგენილება გამოტანილი არ არის და არც არანაირი ფარული ჩანაწერები არ არის ამოღებული“, - აცხადებს ადვოკატი.

გოგიტა დალაქიშვილის მეგობარი მიხეილ კაჭკაჭიშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დალაქიშვილი პოლიტიკური აქტივობის გამოა დაკავებული. მისივე თქმით, დალაქიშვილი ვარაუდობდა, რომ დააკავებდნენ.

2017 წლის ოქტომბერში გოგიტა დალაქიშვილი იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდა. მანამდე, ივლისში მან „რუსთავი 2“-ს ინტერვიუ მისცა, სადაც „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დახმარებით ებრძოდა.

გოგიტა დალაქიშვილის განცხადებით, 2013 წელს ის თამაზ თამაზაშვილმა დაიბარა და სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის, ყოფილი გენპროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პროვოკაციებისა და აქციების მოწყობა შესთავაზა, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას დაჰპირდა. დალაქიშვილის განცხადებით, თამაზ თამაზაშვილი მას ფულს იმ შემთხვევაში მისცემდა, თუ ამ უწყებებში ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა გაძლიერდებოდა და სამინისტროები ე.წ. კახური კლანის კადრებით დაკომპლექტდებოდა. დალაქიშვილი ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც თამაზაშვილს შეთავაზებაზე უარი უთხრა, მუშაობის დაწყება ვერცერთ უწყებაში ვეღარ შეძლო. თავად თამაზ თამაზაშვილი გოგიტა დალაქიშვილთან ნაცნობობას უარყოფდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]